თავდაპირველად, დაიბნა "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, არ იცოდნენ, როგორი რეაგირება მოეხდინათ ამ სარჩელზე, ვინაიდან სარჩელის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს პარლამენტის პირველ სხდომას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რადგან ორივე სარჩელი არის მიღებული და გაერთიანებული იქნება ერთ საკითხად, ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ შეიკრიბოს.

"სარჩელი გავაგზავნეთ და უკვე რეგისტრაციაშია გატარებული. ახლა უკვე განიხილავენ ტექნიკურ საკითხებს. შინაარსობრივად იგივეა, რაც პრეზიდენტის სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს ამ გაყალბებული არჩევნების გასაჩივრებას და იმ დეპუტატების უფლებამოსილების ცნობაზე უარის თქმას, რომელიც "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით უნდა შეიკრიბოს 25-ში და ფაქტობრივად, დააკანონონ ეს არჩევნები, რომელსაც არავინ აღიარებს. თავდაპირველად, დაიბნა "ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, არ იცოდნენ, როგორი რეაგირება მოეხდინათ ამ სარჩელზე, ვინაიდან, სარჩელის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს პარლამენტის პირველ სხდომას და გუშინ წინ, განცხადება გააკეთა უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლემ, რომელიც არის მომხსენებელი და მან თქვა, რომ სასწრაფოდ იქნება ეს სარჩელი განხილული.

გუშინ გამოვიდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ტურავა და განაცხადა, რომ ჩვენ არსად გვეჩქარება, ერთთვიანი ვადა გვაქვს და ამ ერთი თვის განმავლობაში, მშვიდად, წყნარად ამ სარჩელს განვიხილავთ და ამ ერთი თვის განმავლობაში, რადგან ამის განხილვა არ დაიწყება, არაფერი წინ არ უდგას ორშაბათს სხდომის დანიშვნას და პარლამენტის მუშაობის დაწყებას, ეს, არც კი, გვეხება ჩვენო... რას ქვია არ ეხება, როდესაც 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების საკითხზე უნდა ემსჯელა სასამართლოს, მაგრამ არ შემთხვევაში, სამართლებრივად და სუფთად მაინც ვერ დაიძვრინეს თავი, რადგან ორივე სარჩელი არის მიღებული და გაერთიანებული იქნება ერთ საკითხად, ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, პარლამენტს არ აქვს უფლება, რომ შეიკრიბოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების ფარულობას და საყოველთაობის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა, იმავე შინაარსის სარჩელით მიმართა სასამართლოს ოპოზიციამაც.