რუსთაველი უნდა გადაიქცეს უწყვეტი, 24-საათიანი პროტესტის კერად, ეს არის ჩვენი ამოცანა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოთხოვნები უცვლელია - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები.

"რუსთაველი უნდა გადაიქცეს უწყვეტი, 24-საათიანი პროტესტის კერად, ეს არის ჩვენი ამოცანა. მოთხოვნები უცვლელია -  პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები.

MEGOBARI act და სანქციები იქნება ის მხარდაჭერა ჩვენთვის, რაც საბოლოო ჯამში, გადატეხავს ამ ბოროტებას და დაასრულებს, მაგრამ სანამ ეს საერთაშორისო მხარდაჭერა გაფორმდება, ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ჩვენი რესურსის კონსოლიდაცია აქ, რუსთაველის გამზირზე", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

პარლამენტის შენობის წინ ამ დროისთვის 8 ადამიანი შიმშილობს. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.