ამ სტატუსის შინაარსი არის მარტივი, მას სურს, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს ავტოკრატიული მმართველობისგან, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ განეკუთვნება იმ ადამიანების რაოდენობას, რომელსაც ცუდი რამე, მით უმეტეს, ძალადობა უნდოდეს საკუთარი ქვეყნისთვის.

"ამ სტატუსის შინაარსი არის მარტივი, მას სურს, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს ავტოკრატიული მმართველობისგან. ამაზეა საუბარი და არანაირ ძალადობაზე ან ვინმეს, მით უმეტეს, ადამიანების სიკვდილზე. შედარებას როცა აკეთებ, არ არის აუცილებელი კოპირება მოხდეს იმ პროცესის, რაც იქ ხდება. არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ეს მოეწონოთ, შეიძლება არ მოეწონოთ, ეს უკვე შეფასებისა და ინტერპრეტაციის საკითხია.

მეც და სხვა ადამიანებსაც, ძალიან ბევრს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, თუ მომხრეს ძალიან კარგად ესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად არ განეკუთვნება იმ ადამიანების რაოდენობას, რომელსაც ცუდი რამე, მით უმეტეს, ძალადობა უნდოდეს საკუთარი ქვეყნისთვის, ამიტომ სხვანაირად აღიქვამენ ამ სტატუს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ირანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა - "დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს, "ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში".