მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WANA იუწყება.

დასავლეთ აზიის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 9 ივლისს, ირანს თურქმენეთის, პაკისტანის, სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად მიწვეულია საქართველოს წარმომადგენლობაც.

ირანის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უცხოელი მაღალი თანამდებობის პირები თეირანში პარასკევს ჩავლენ და ირანელ ოფიციალურ პირებთან ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.

აპირებს თუ არა აიათოლას დაკრძალვაზე ირანში ჩასვლას ყაველაშვილი, ჯერ მის ადმინისტრაციას არ დაუდასტურებია.