მოსალოდნელი იყო, რომ რეჟიმი ჰეგემონური მედიაკონტროლის დამყარებას შეეცდებოდა, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანი ისაა, რომ სხვადასხვა გზითა და სხვადასხვა ფორმით რეჟიმისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ან ორგანიზაციულად აღარ არსებობდნენ.

"მოსალოდნელი იყო, რომ რეჟიმი ჰეგემონური მედიაკონტროლის დამყარებას შეეცდებოდა. ჯერჯერობით არ არსებობდა ჰეგემონური მედიაკონტროლი, უბრალოდ არსებობდა საინფორმაციო სივრცის მანიპულაცია, რასაც საკუთარი პროპაგანდის მეშვეობით აკეთებდა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისა, რომ რეჟიმისგან დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია აღარ დარჩეს, მიზანი ესაა, რომ სხვადასხვა გზითა და სხვადასხვა ფორმით რეჟიმისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ან ორგანიზაციულად აღარ არსებობდნენ, ან იყიდონ და გადავიდნენ რეჟიმის მფლობელობაში, როგორც ეს პროცესი მათ დაიწყეს. მათ შეძლეს "მთავარი არხის" გაჩერება, ანუ, ეს პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა გზებით. 
 
რეჟიმმა კონსტიტუცია მოკლა სრულად, ფორმალურადაც მოკვდა, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი არის მკვდარი. შესაბამისად, ყველაფერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას", - განაცხადა დავით ზედელაშვილმა.