ველაპარაკებით "ბაზის ბანკს", მაგრამ არ დასრულებულა და იმასაც ვერ გეტყვით, ზუსტად როდის დასრულდება, უბრალოდ მიდის ლაპარაკი, - ამის შესახებ “ლიბერთი ბანკის" და "იმედის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ მალე გამოაცხადებს საქართველოში რაღაც ახლის ყიდვის შესახებ. 

"ველაპარაკებით "ბაზის ბანკს", მაგრამ არ დასრულებულა და იმასაც ვერ გეტყვით, ზუსტად როდის დასრულდება, უბრალოდ მიდის ლაპარაკი.

ჩვენი ყველა კომპანია იყიდება და მეტსაც გეტყვით, ცოტა ხანში იმედია, გამოვაცხადებ, რომ რაღაც ახალს ვყიდულობთ საქართველოში, ამიტომ არაფერი კავშირი ამას არ აქვს სანქციებთან. სანქციებზე ეს ვითომ საფრთხე არსებობს ძალიან დიდი ხანია, ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ვართ და ვიცით როგორ მოვერიოთ ამ საფრთხეებს.

რატომ უნდა ველოდო მე სანქციებს, ჯერ ერთი ამერიკისგან შეუძლებელია.

ვისაც ახალი ამბავი აინტერესებს ყველა ჩვენ ("იმედს") გვიყურებს და ეს თუ ასეა და პროპაგანდისტულია, მაშინ საქართველო ყოფილა, მაყურებელი ყოფილა პროპაგანდისტული, პრორუსი და კიდევ ათასი საშინელება, რასაც გვაბრალებენ. ჩვენ ვართ გენიალური არხი, უბრალოდ ფეხებზე ვაწვებით ვიღაცას და ასეც გავაგრძელებთ. ბიძინა ივანიშვილის და ბიძინას კავშირების გამო, შეუძლებელია დამსაჯონ, ეს არაა დანაშაული", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ "ტვ პირველთან".