მოსამართლემ უნდა იცოდეს, რომ არ დარჩება შეუმჩნეველი და მოეთხოვება პასუხი სისტემის დემონტაჟის შემდეგ, მის შემდეგ კი პროკურორს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბექა პაპაშვილი უსამართლოდ დააკავეს.

"დააკავეს ბექა პაპაშვილი, უსამართლო მოსამართლემ შეუფარდა უსამართლო პატიმრობა. მან, მოსამართლემ უნდა იცოდეს, რომ არ დარჩება შეუმჩნეველი და მოეთხოვება პასუხი სისტემის დემონტაჟის შემდეგ, მის შემდეგ კი პროკურორს.

რაც შეეხება მანდატურებს, არც მათი სახელები დარჩება შეუმჩნეველი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ადამიანების არავის ეშინია. სინამდვილეში ლაჩრები არიან და მათ პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ", - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ბექა პაპაშვილს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.