ჩვენ უნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნება", ისე ჩავატარებინოთ არჩევნები, როგორც ქვეყანას სჭირდება და ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, მედიას და პოლიტიკურ ოპოზიციას არ აკლდა რეპრესიები, ახლა უბრალოდ ფართოვდება დაფარვის სფერო.

"ამ ტიპის მანიპულაცია ნიშნავს, რომ არავინ იქნება დაცული იმიტომ რომ სოციალური ქსელები მოიცავს ყველა საქართველოს მოქალაქეს. ეს არის პანდორას ყუთის გახსნა, ეს არის ცენზურა. ამ ქვეყანაში დიდი ხანია, არის ცენზურა, ტელევიზიები იხურება ერთმანეთის მიყოლებით, ტელევიზიები მხოლოდ შევარდნებით არ იხურება. ყველაზე ბრუტალურ დიქტატურის ქვეყნებში, მედია იხურება ფინანსური ზეწოლით და მსგავსი კანონებით.

ყველაფერი ვითარდება ესკალაციური გზით დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს რეჟიმი არის ძალადობრივი რეჟიმი, ეს რეჟიმი არამარტო ფიზიკურად, არამედ სხვადასხვა გზებით ძალადობს", - განაცხადა გვარამიამ "ფორმულას" ეთერში.

მისი თქმით, ხელისუფლებას აწყობს სპრინტერული დროით პოლიტიკური ველის მოსუფთავება.

"ჩვენ ვლაპარაკობთ ერთადერთ რამეზე, ეს არჩევნები ვერ შედგა. ჩვენ ახლა ჩვენი ნაბიჯებით არ უნდა გამოვიწვიოთ მისი რევიზია. ვერ მოიგებს ოპოზიცია არჩევნებს თუ არჩევნების ჩამტარებელი "ქართული ოცნება" გიწერს შედეგებს, ეს არის ქრონიკული ლუზერობა.

ჩვენ უნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნება", ისე ჩავატარებინოთ არჩევნები, როგორც ქვეყანას სჭირდება და ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.