4 ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი დღეა. მოვუწოდებთ ყველა ქართველ პატრიოტს, 4 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუჩაში და ერთად ვუთხრათ არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გმობს 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას და მასში მონაწილეობას საქართველოს ინტერესების ღალატად მიიჩნევს.

4 ოქტომბერი ქართველი ხალხისთვის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი დღეა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარს უჭერს სამოქალაქო მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ინიციატივას - 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ არა რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ თბილისში, რუსთაველის გამზირზე!

მოვუწოდებთ ყველა ქართველ პატრიოტს - გამოვიდეთ ქუჩაში და ერთად ვუთხრათ არა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს!

საქართველო ივანიშვილის გარეშე!” - აღნიშნულია განცხადებაში.