პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ამ ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია, არ იქნება სამართალი და არ იქნება მართლმსაჯულება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ქმედებები მის რწმენას აძლიერებს, რომ რასაც აპროტესტებს, სწორია.

"პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ამ ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია, არ იქნება სამართალი და არ იქნება მართლმსაჯულება - ეს იყო მათი ბრიფინგის ძირითადი შინაარსი, რომ გამრავლდა პოლიტპატიმრები და იქნება სრული იზოლაცია ქვეყნისთვის.

ეს ქმედებები რწმენას გვიძლიერებს, რომ სწორია, რომ ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, შიმშილობის აქციის ფორმაც, მიმაჩნია, რომ არის სწორი. ჯერჯერობით თავს მხნედ ვგრძნობთ, კარგად ვგრძნობთ, მაგრამ მთავარი ჩვენი სადარდებელი ნამდვილად არ არის ჯანმრთელობა, არც თავისუფლება და არც სიცოცხლე, მთავარი სადარდებელია ის, რაც ხდება საქართველოში და ეს ყველაფერი ერთიანი ძალებით უნდა დამთავრდეს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.