თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ, - ამის შესახებ დაკავებულმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ის მანიფესტაციის ფარგლებს გასცდა, ამაზე პასუხისმგებლობა დაკისრებულიც აქვს.

"თუ მე მანიფესტაციის ფარგლებს გავცდი და ამის გამო უნდა დავისაჯო, ამისთვის ბრალი წარდგენილი მაქვს, ეს გასაგებია, ამაზე დავა სასამართლოში უნდა გაიმართოს, მაგრამ 225-ე მუხლი, რომელიც ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მუხლია, მარტივად რომ ვთქვათ, სანქციებითაც განსხვავებულია. 

თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი, ყველამ იცის, რომ ბანდიტი არ ვარ", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.