"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება. 

დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ყრილობის საკითხებზე, დელეგატების დადგენის წესსა და ყრილობის თარიღზე იმსჯელეს.

"ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი, მნიშვნელოვანი ფაქტორი და ერთ-ერთი ასპექტია.

"დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი და ერთ-ერთი ასპექტია. ამ ორგანიზაციის შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრა 7 ადამიანით.

ეს არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 - კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომას თინა ბოკუჩავა არ დასწრებია.