"მთავარ არხს" ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი, - ამის შესახებ  სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.

"ახსნა მარტივია: "მთავარ არხს" ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.

გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია - მიუხედავად იმისა, რომ ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:

კომუნალურს
ინტერნეტის
ტექმომსახურების
ტრანსპორტირების
სატელიტის
ანძის
რეიტინგის
შესყიდვების
ყველა დანარჩენს

ეს ყველაფერი ნელ-ნელა ითიშება. არხს არ აყიდინებენ რეკლამას.  აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!" - წერს გვარამია.

"მთავარი არხის" განცხადებით, თანადამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა.