შეკითხვა იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რამე ხომ არ ვიცოდი დამატებით. განვმარტე, რომ ამის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გავიგე, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი სხვა შეკითხვა ჯორბენაძის საქმის გარდა არ ყოფილა.

"შეკითხვა იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რამე ხომ არ ვიცოდი დამატებით. განვმარტე, რომ ამის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გავიგე. ის, რომ 208 000 „ფოლოვერი“ მყავს „ფეისბუქზე“ და ამდენმა ადამიანმა გაიგო ამ ეჭვის შესახებ, რა თქმა უნდა, გაიგო.

მე რასაც ვუყურებ, ორი მიმართულება იქნება განვითარების. ეს გამომძიებელზე არ არის დამოკიდებული ცხადია. ერთი არის პროპაგანდისტული, რომ ღარიბაშვილი ებრძვის ბიძინას და გვარამია და სხვა მის გვერდით არიან, რაც მეორე ნაწილში ყოველ შემთხვევაში დანამდვილებით ტყუილია. ყოფილმა პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, რომ ეს ყველას გვაინტერესებს, თუმცა პასუხი ჩვენ არ ვიცით ამ შეკითხვაზე. მეორე იქნება ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ. რამდენადაც ვიცი ახლა ჰკითხავენ მას ციხეში, იქ არიან გამომძიებლები.

არანაირი სხვა შეკითხვა ჯორბენაძის საქმის გარდა არ ყოფილა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.