ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და დაპატიმრებას "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება.

"ამ წამს, წულუკიანთან არმისვლის გამო ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს. ანუ მიზეზი არის, უნდოდათ და დაიჭირეს.

პოლიტიკური დევნისა და რეპრესიების ახალი ეტაპი გახსნილად გამოცხადდა

ღირს კი, ადგილობრივ თვითმმართველობაზე და ამათი სიგიჟის ნორმალიზაციაზე ფიქრი?!

პრინციპულობა, ნებისყოფა და გამძლეობა არის გზა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე", - წერს ნიკა მელია.

ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.