სასაცილო, ფორმალური და არაფრის მთქმელი გამოძიებაა, რომელიც დაიწყო პროკურატურამ, რომელიც მივა იქამდე, რომ თითქოს არაფერი მტკიცებულება არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა თენგიზ თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცებულებები უნდა იქნეს მოპოვებული პროკურატურის მიერ, სამართლებრივი გამოძიების პირობებში და ეს მტკიცებულებები უნდა წამოვიდეს ცესკოდან, „ქართული ოცნების“ შტაბიდან და ასე შემდეგ.

"სასაცილო, ფორმალური და არაფრის მთქმელი გამოძიებაა, რომელიც დაიწყო პროკურატურამ, რომელიც მივა იქამდე, რომ თითქოს არაფერი მტკიცებულება არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა. საბოლოო ჯამში, ოპოზიციას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სთხოვენ მტკიცებულებებს, რაც სასაცილო და სამწუხაროა. მტკიცებულებები უნდა იქნეს მოპოვებული პროკურატურის მიერ, სამართლებრივი გამოძიების პირობებში და ეს მტკიცებულებები უნდა წამოვიდეს ცესკოდან, „ქართული ოცნების“ შტაბიდან და ასე შემდეგ. სამწუხაროა, რომ პროკურატურა ამას არ აკეთებს, თუმცა ეს გამოძიება ოდესმე მივა იმ დასკვნამდე, რომ არჩევნების გამყალბებლები დაისჯებიან“, - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვა გრძელდება.