იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, საჭირო არის ერთობა, დაგეგმილია ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. 
  

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ჩამოიშლება, თუ გაგრძელდება მათი დელეგიტიმაცია.

"ქართული ოცნება" ჩამოიშლება, თუ გაგრძელდება მათი დელეგიტიმაცია. მათ სერიოზული კრიზისი აქვთ. მათ არ აქვთ მხარდაჭერა დასავლეთისგან, ისინი დიდხანს ვერ გაძლებენ დელეგიტიმაციით. ისინი არ არიან თვითკმარები. არც მალავენ.  

გეგმა არის ერთობა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, საჭირო არის ერთობა და ამ კუთხით დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამ ყველაფერს აუცილებლად მოჰყვება თავისი გეგმა - დაგეგმილია ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ, რომ საქართველო დაკარგული არ არის. 

დღეს გვაქვს ჩვენ მოცემულობა, როცა ოპოზიციის უმრავლესობა თანხმდება ერთ სტრატეგიაზე - გამარჯვების სტრატეგიაზე და იმ ძალის გამოსხივებაზე, რაც არის აუცილებელი.

ჩვენი - ოპოზიციის ამოცანაა, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ესა და ეს პარტიები ამ სტრატეგიაზე ვმუშაობთ და ჰქონდეთ ჩვენი იმედი", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.