არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას - ოპოზიციური ალიანსი შედგა, - ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს.

"არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას - ოპოზიციური ალიანსი შედგა. ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე. ამის მიღმა ჩვენს განსხვავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს, გადავაქცევთ ჩვენს ძალად.

ეს ერთობა განსხვავდება იმით, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. ეს ერთობა ეფუძნება კონკრეტულ შინაარსს“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

დღევანდელი საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური ერთობა შედგა. ალიანსში 9 პარტია გაერთიანდა. როგორც ალიანსის წევრები აცხადებენ, ეს არის ერთობა გამარჯვებისთვის.