მე ველოდები, რომ რუსთაველის გამზირზე უნდა მოვიდნენ და მოდიან უკვე, გამარჯვებული ადამიანები, - ამის შესახებ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რწმენით მოქალაქეები შეძლებენ მიზნის მიღწევას.

"მე ველოდები, რომ რუსთაველის გამზირზე უნდა მოვიდნენ და მოდიან უკვე, გამარჯვებული ადამიანები, ჩვენ უკვე გამარჯვებულები უნდა მოვიდეთ აქ და აი, ამ რწმენით რომ მოვალთ, ყველაფერი ძალიან მალე მორჩება იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენ ვართ ერთად, ვართ გაერთიანებული და ჩვენ გვაქვს რწმენა, ჩვენს უკან დგას სამშობლო", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური შეკრებაა დაანონსებული.