"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ საქართველო მოსწყვიტოს დასავლეთს, ევროკავშირს და ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ ამისათვის, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.  

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თავისი განცხადებებით თავს ესხმის ევროკავშირს.

"მათ აერიათ გზავნილები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა სრულიად განსხვავებული განცხადება რამდენიმე დღის წინ, მაგრამ ცხადია, პაპუაშვილმა ახლა ყველაფერს ხაზი გადაუსვა თავისი განცხადებით, მან გამოიყენა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მიეყენებინა შეურაცხყოფა ევროპისთვის, ევროპელი პარტნიორებისთვის და კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა რეალურად ის განწყობა, რომელიც არსებობს ამ პოლიტიკურ გუნდში -"ქართულ ოცნებაში".  მათ უნდათ, რომ საქართველო მოსწყვიტონ დასავლეთს, ევროკავშირს და ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ ამისათვის. მე მიმაჩნია, რომ ეს არ იყო ორაზროვანი განცხადება", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს.