გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განცხადებით, ელჩი საგარეო უწყების მხარდაჭერით გააგრძელებს საქმიანობას.

"თბილისში გერმანიის ელჩი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით განაგრძობს თავის ერთგულ საქმიანობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი 19 ოქტომბერს კონსულტაციებისთვის გაიწვია.