ქაჯი ორბანი (სხვა სახელი ვერ მოვუგონე) და აქაური მოღალატეები ვერ ეღირსებიან უკრაინის დამარცხებას, რაც ჩვენი (და არა მხოლოდ ჩვენი) მარცხის ტოლფასი იქნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

"ორბანმა ტრამპს რუსული ნავთობის და გაზის ერთი წლით შესყიდვის უფლება გამოსტყუა. თავი მოისაწყლა, ჩვენ ზღვა არა გვაქვს, მილსადენების გარეშე ვერ ვიარსებებთო. ერთ წელიწადში ზღვა გაჩნდება?

უკრაინის გამარჯვება უნგრელმა ქაჯმა შეუძლებლად ჩათვალა და მისი მოხდენის თეორიულ ალბათობას სასწაული უწოდა. იმ მეორემაც თავი უკატუნა, კი, მასეაო.

უკრაინა გაიმარჯვებს. მისი მარცხი ტერიტორიების დაკარგვაში არ გამოიხატება, ისევე როგორც რუსეთი გამარჯვება ტერიტორიების მიტაცებაში. მეორე მსოფლიო ომამდელ რუკას რომ შეხედო, შოკში ჩავარდები, ვერც კი წარმოიდგენ რა იყო და რა არის. პირველ მსოფლიო ომის პოლიტიკურ რუკაზე საუბარი ხომ აბსურდია.
დღეს რუკაზე ევროკავშირია.

ქაჯი ორბანი (სხვა სახელი ვერ მოვუგონე) და აქაური მოღალატეები ვერ ეღირსებიან უკრაინის დამარცხებას, რაც ჩვენი (და არა მხოლოდ ჩვენი) მარცხის ტოლფასი იქნება", - წერს გოცირიძე.