ქართული კოშმარის არაღიარების აქტი აგრძელებს ტირანული რეჟიმების არ აღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი წერს.

"ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. ქართული კოშმარის არაღიარების აქტი აგრძელებს ტირანული რეჟიმების არ აღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას.

მე და დონალდ ტრამპი ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად", - წერს უილსონი.