დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია, სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო წერს. 

საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახს და ქართველ ხალხს.

"დღეს, 9 იანვარს, გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დროებით ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ დღეს დაკრძალავენ.