"ქართული ოცნება" მხოლოდ თავის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს, ამ ყველაფრის ფასს კი ისევ ქართველი ხალხი იხდის, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფასს კი ისევ ქართველი ხალხი იხდის.

"კეთილსინდისიერ, პატიოსან ადამიანებს, მათ შორის, აკადემიური სფეროდან, ეუბნება, რომ თუ გრანტს აიღებ 6 წლით გაგიშვებთ ციხეში. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ რეპრესია, ტერორი დააკანონონ და შეუზღუდონ პატიოსან ადამიანებს ამ ქვეყანაში აქტიურობა.  

როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას, მიიღოს ყველა ზომა, რათა ქართველ ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება, ამის ნაცვლად ისინი მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ განცხადებებს, იკრიბებიან, რაღაცაზე ბჭობენ და ამ შეკრების ღირებულებასაც კი ჩვენი მოქალაქეები იხდიან. "ქართული ოცნება" მხოლოდ თავის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს. ამ ყველაფრის ფასს კი ისევ ქართველი ხალხი იხდის", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.