"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ინსტიტუცია გაანადგუროს. ყველაზე მეტად ერჩის იმ უნივერსიტეტებს, სადაც არის ყველაზე მეტი დემოკრატი, - ამის შესახებ განათლების სფეროს ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს სამი ამოცანა უნივერსიტეტებთან მიმართებით.

"ქართული ოცნება" ცდილობს, რომ ყველა თავისუფალი და დემოკრატიული ინსტიტუცია გაანადგუროს. ყველაზე მეტად ერჩის იმ უნივერსიტეტებს, სადაც არის ყველაზე მეტი დემოკრატი - ეს არის ძალიან მარტივი.

იმ უნივერსიტეტებს ყველაზე ნაკლებად ებრძვის, რომლებშიც თავად დანიშნა ლექტორები და იქ, სადაც ლექტორებს ირჩევს აკადემიური საზოგადოება, იმ უნივერსიტეტებს აუქმებს. 

"ქართულ ოცნებას" აქვს სამი ამოცანა - პოლიტიკური კონტროლი დაამყაროს უმაღლეს განათლებაზე, პრივატიზებას ცდილობს უნივერსიტეტების და ცდილობს, ხელში ჩაიგდოს და მესამე - გადაარჩინოს ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტი, რომელშიც სტუდენტებს სწავლა არ უნდათ", - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ. 

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხოლოდ ორი მიმართულება დარჩება.