საერთაშორისო სანქციებს აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სასანქციო პოლიტიკა სხვადასხვა საკითხთანაა დაკავშირებული.

"საერთაშორისო სანქციებს აქვს თავისი სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრით და ეს გრანტების კანონი არის პირდაპირ დემოკრატიული პროცესისთვის საბოლოოდ ძირის გამოთხრის შესახებ განაცხადი, ასევე, მეორე საკითხია რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამიტომ, ივანიშვილი ვერავითარ გარიგებას ვერ დადებს და ვერ გაცვლის გრანტების კანონს ამ ყულევის სკანდალში, ან პირიქით იმიტომ, რომ ყოველი ინდივიდუალური შემთხვევა არის საერთაშორისო პერსონალური სანქციების და სამწუხაროდ, სექტორული სანქციების სამართლებრივი საფუძველი", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.