კატასტროფული ვითარებაა, ყველა პროგრამა ამ წუთში დახურულია. სოხუმის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია. ისევ პედაგოგიური ინსტიტუტის ფორმატში გვაბრუნებენ - ეს არის კაპიტულაცია, - ამის შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთელ დევნილ საზოგადოებას სულში აფურთხებენ.

"ჩვენ ვართ დღესაც ფრონტის წინა ხაზზე, პირდაპირ ვაცხადებ - სოხუმის უნივერსიტეტის საისტორიო სკოლა, რომლის ლიდერიც მე ვარ, დღეს დგას წინა ხაზზე, მთლიანად იღებს კონტრპროპაგანდის დატვირთვას, საქართველოს ერთიანობის იდეის გატანას და დღეს მე სკოლას მისპობენ.

კატასტროფული ვითარებაა, ყველა პროგრამა ამ წუთში დახურულია. სოხუმის უნივერსიტეტის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია. ისევ პედაგოგიური ინსტიტუტის ფორმატში გვაბრუნებენ - ეს არის კაპიტულაცია, ეს ვერ გააკეთა მოსკოვმა მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში.

მთელ ისტორიას ანგრევენ, მთელ დევნილ საზოგადოებას სულში აფურთხებენ, ამ ყველაფრის მოთმენას ჩვენ არ ვაპირებთ, პირდაპირ ვამბობთ, როგორც სოხუმის უნივერსიტეტი გახდა პროტესტის ფლაგმანი, სოხუმში 89 წელს, ისე შეიძლება დღესაც შეიძლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურა სტუდენტებთან ერთად გახდეს ფლაგმანი უკვე დევნილი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ზურაბ პაპასკირმა.