მე არ დავიწყებ ამ კონკრეტული საქმის განხილვას, ის თავისთავად აბსურდულია, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკური დევნა.

"მე არ დავიწყებ ამ კონკრეტული საქმის განხილვას, ის თავისთავად აბსურდულია, ისევე როგორც, ამ დარბაზებში ჩატარებული სასამართლო პროცესების უდიდესი უმრავლესობა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა. ქვეყანაში უკვე გაფორმებულია დიქტატურა და დიქტატურა სრულად რომ შედგეს, ამისათვის რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა რეჟიმს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას საპროტესტო აქციაზე "თბილისი მოლთან" გზის გადაკეტვას ედავებიან.