აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას. გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის 9 ივნისიდან შევა. 

აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ ავღანეთის, ბირმის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეას, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეებს.

დამატებით კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან ნაწილობრივი მგზავრობის შეზღუდვების ქვეშ: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა-ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. ისინი ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის, ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.

თეთრი სახლის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ეროვნული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით მოხდა.

მსგავსი გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა 2017 წელსაც მიიღო და აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა კუბის, ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სომალის, სუდანის, სირიის, ვენესუელის და იემენის მოქალაქეებს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2017 წელს ხელმოწერილი განკარგულება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააუქმა.