რა დაგიშავა, ბიძინა ივანიშვილო, ჭიათურამ?! შიმშილობის გამო, ჭიათურა პირის ამოკერვის სიმბოლო გახდა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პრობლემის თავი და თავი ბიძინა ივანიშვილია.

"რა დაგიშავა, ბიძინა ივანიშვილო, ჭიათურამ?! 284 მილიონი გამოართვა "ჭიათურ მანგანუმს", ვითომ სესხით და "ქართუ ბანკში" გადაარიცხინა, რომელსაც არასდროს არ დააბრუნებს, რა თქმა უნდა.

მე მინდა ჭიათურელებს მივმართო, სანამ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებთ, თქვენს პრობლემას არ ეშველება. თქვენი პრობლემის თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ძარცვავს ჭიათურას, პირდაპირ წილს იღებს მანგანეციდან, რომელმაც ჯიბეში ხელი ჩაგიყოთ და 284 მილიონი წაგართვათ.

ქალაქი, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი საქართველოში, არის უღარიბესი. ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველები ჰყავს დღეს ჭიათურას. ხალხს სახლები ენგრევა თავზე, უმძიმესი ვითარებაა. შიმშილობის გამო, ჭიათურა პირის ამოკერვის სიმბოლო გახდა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.