აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასთან წიაღისეული რესურსების შესახებ "რთული შეთანხმების დადება" არ სურდა.

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩვენი ფული უსაფრთხოდ იქნება, სადაც შეგვიძლია დავიწყოთ ბურღვა და ჩვენი მოვალეობების შესრულება“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფნა ამ ადგილებში "ბევრ ცუდ მოთამაშეს ქვეყანას მოაშორებს".

"ამ შეთანხმების ნაყოფი ჯერ არ გვინახავს... ვფიქრობ, რომ ვნახავთ", - აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მიწისქვეშა რესურსების შესახებ შეთანხმებას ხელი მომდევნო 24 საათში მოეწერება.