თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ბრძოლა ბოლომდე, ყველა ეს ადამიანი არის პატრიოტი ადამიანი, - ამის შესახებ დაკავებულმა ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"გავა დრო და ისტორია შეაფასებს, ვინ ვიყავით მართლები, ვინ ვიყავით ის ადამიანები, ვინც ვიბრძოდით, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის მიერ გამოტანებული მილიარდებით ამ ქვეყანას აქცევდა.

თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ბრძოლა ბოლომდე. ყველა ეს ადამიანი არის პატრიოტი ადამიანი, მართალი ადამიანი და რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მოგვისაჯოს სასამართლომ, ამ ადამიანზე ისტორია იტყვის, რომ ესენი იყვნენ მართალი ადამიანები", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.