მუდმივი არაფერია და რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.

"ნერონი, კალიგულა, დომიციანე, თემურლენგი, სტალინი, ჰიტლერი, მუსოლინი, ჩაუშესკუ, პოლ-პოტი, კადაფი, სადამ ჰუსეინი, ბაშარ ალ-ასადი, მადურო...

მუდმივი არაფერია და რაც არ უნდა ძლიერი იყოს დიქტატორი და დაუნდობელი მისი ძალაუფლება, დასასრული გარდაუვალია! და მათი დასასრული კი თითქმის ყოველთვის უმძიმესია!", - წერს ზურაბიშვილი.

2-3 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია ჩაატარა კარაკასში - ვენესუელას დედაქალაქში. ოპერაციაში მონაწილეობდა 150 თვითმფრინავი, აშშ-ის საზღვაო ძალები, დრონები და ცენტრალური დაზვერვის აგენტები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოგვიანებით გამოაცხადა ვენესუელის დიქტატორის ნიკოლას მადუროს დაკავების შესახებ და გამოაქვეყნა მადუროს პირველი ფოტო დაკავების შემდეგ.

აშშ-მა მადურო ნარკოტერორიზმს და ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა.

ნაკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტი 13 წლის განმავლობაში იყო, ის ქვეყანას უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ მართავდა.