ამით "ქართული ოცნება" თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ეწევა ქვეყნის საბოტაჟს.

"ჩემი და ჩემი მებრძოლების გზა ყოველთვის იქითკენ იყო მიმართული, რომ სახელმწიფო დაცული ყოფილიყო საბოტაჟისგან და ახლა ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს ჩვენი სახელმწიფოსა და ევროპული მომავლის მიმართ, ეს ხელისუფლება გვიყენებს ბრალს საბოტაჟის ბრალდებით. 

რა თქმა უნდა, ეს არის პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება. ამოცანაა, რომ გაანადგურონ პოლიტიკოსები, გაანადგურონ პოლიტიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, ამით "ქართული ოცნება" თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას იმიტომ, რომ ეს აბსურდი არის რეალობის შებრუნებას, რადგან რეალობა ისაა, რომ "ქართული ოცნება" ეწევა სახელმწიფო საბოტაჟს და ჩვენი ამოცანაა, რომ საბოტაჟს მშვიდობიანი და პოლიტიკური მეთოდებით დავუპირისპირდეთ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.