საქართველო გახდება მკვდარი მანქანების სასაფლაო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, კორუფციული და კრიმინალური მექანიზმებიც ამოქმედდეს.

"საქართველო გახდება მკვდარი მანქანების სასაფლაო. 6 და 5 წლის მანქანას ვერ იყიდი, იძულებული ხარ, რომ შეინარჩუნო ძველი, ჩანაცვლების პროცესი არ მოხდება და უკვე ნელ-ნელა კატალიზატორგამოცდილი, ეკოლოგიურად საშინელი მანქანების ქვეყნად ვიქცევით.

კორუფციული მექანიზმებიც ამოქმედდება, არც ისაა გამორიცხული, რომ კრიმინალურ ბიზნესადაც გადაიქცეს. ეს ყველაფერი კი რეექსპორტსაც შეუშლის ხელს.

ეს არის კატასტროფა, არასწორი და დამღუპველი ნაბიჯი ე.წ. ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი.