საქართველოში ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, თუ როგორ გამოიყენება სახელმწიფოს რესურსები საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგი იქნეს გატარებული. არ არსებობს არანაირი გამიჯვნა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის, - ამის შესახებ IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ თვაინინგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ძალიან აქტიურად ჩაერია საქართველოს არჩევნებში, იყო ხულიგანთა ჯგუფების დიდი აქტივობა.

"ჩვენ გვაქვს პრობლემა ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიის მხრივ უკან იხევენ და ადგილი აქვს სახელმწიფოს მიტაცებას. როდესაც მმართველი პარტია აკონტროლებს ყველა ინსტიტუტს, ეს მოიცავს არამხოლოდ აღმასრულებელ შტოს, არამედ ისეთ უწყებებს, როგორებიცაა საარჩევნო კომისია, სასამართლო, მედია სივრცის დიდი ნაწილი. საქართველოში ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, თუ, როგორ გამოიყენება სახელმწიფოს რესურსები საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგი იქნეს გატარებული. არ არსებობს არანაირი გამიჯვნა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის. IRI-ის გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ეს არის ძალიან ევროპული ქვეყანა და არა დაყოფილი საზოგადოება, სადაც ნახევარს სურს რუსეთი. ამ არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის მცდელობები, რომ გამოეყენებინა სახელმწიფო რესურსის ყველა საშუალება, დაეშინებინა ამომრჩევლები, მოესყიდა ისინი, რათა მიეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც ვნახეთ.

დიდი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს არჩევნები ლეგიტიმური, ბევრი ქართველი ამბობს, რომ არა. როგორც ჩვენ საქართველოსა და მოლდოვაში ვიხილეთ რუსეთის ხელი, იქ არის ძალიან ძლიერი და მისი გავლენა ამ ქვეყნებზე გაცილებით უფრო დაიხვეწა. ეს მოიცავს, ინფორმაციულ ოპერაციებს, ასევე ოპერაციებს სოციალურ მედიაში, თვალთვალის ფორმებს. ეს არის ინსტიტუტების მთელი კრებული, რომელსაც ავტორიტარები ახლა იყენებენ, რათა მოახდინონ არჩევნების შედეგების მანიპულირება.

რუსეთი ძალიან აქტიურად ჩაერია საქართველოს არჩევნებში, იყო ხულიგანთა ჯგუფების დიდი აქტივობა, ამ მოდელის გამოცდა ჩვენ 10 – 15 წლის წინ რუსეთში ვიხილეთ. რუსეთი საინფორმაციო სივრცეს იყენებს იარაღად და პუტინმა უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ ის პოლიტიკურ ომს აწარმოებს თავისი მეტოქეების წინააღმდეგ. ჩვენ სწორედ ეს ვნახეთ საქართველოს არჩევნების დროს“, - განაცხადა დენიელ თვაინინგმა.