სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ საქართველოში, პირველ რიგში, ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.  

მისივე თქმით, პოლიტიკური განცხადება არ არის გიორგი ბარამიძის დაკავების საბაბი.

"გიორგი ბარამიძე არის საქართველოს პატრიოტი. სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ საქართველოში, პირველ რიგში, ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში, გამომდინარე იქიდან, რომ იგივე საოკუპაციო რეჟიმები, კრემლი იყენებს ხოლმე ძალიან ხშირად კობახიძის, პაპუაშვილის და სხვების განცხადებებს, რომ საქართველომ ომი დაიწყო და სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. ამიტომაც გასაგებია, რომ ეს მოტივაცია მათ არ აქვს, უბრალოდ მოახდინეს 1 წლის წინანდელი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების კოპირება და ამ მიზნით არის დაჭერილი ბატონი გიორგი ბარამიძე, ამიტომაც ყველას კარგად გვესმის, რომ არანაირი სამართლებრივი ელემენტი არ ფიგურირებს.

პოლიტიკური განცხადება არ არის ბარამიძის დაკავების საბაბი, არამედ ამის საბაბია ამ პოლიტიკური განცხადების ინტერპრეტაცია. მან მკაფიოდ განმარტა, რომ ის შინაარსი მას არ უგულისხმია. ამის მიუხედავად დააკავეს, რატომ? იმიტომ, რომ ბარამიძის დაკავების ბრძანება რუსულმა იმპერიამ გასცა 1 წლის წინ. ფაქტობრივად, მას პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მიერ, როგორც ყველაფერში, აქაც მოახდინეს დაკოპირება პუტინის ინსტრუქციის და რუსეთის მსგავსად შეუფარდეს პატიმრობა უკვე საქართველოში", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.