საკონსტიტუციო სასამართლო უკვე დიდი ხანია, რაც გამოვიდა იმ როლიდან, რაც რეალურად უნდა იყოს. ჩვენ რომ ნამდვილი საკონსტიტუციო სასამართლო გვქონდეს, მაშინ ჩვენ სასამართლოც გვექნებოდა და დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური წყობა ქვეყანაში, რაც დღეს არ არის დაცული, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით ზიანდება ხალხი და ქვეყნის იმიჯი მსოფლიოში.

"საკონსტიტუციო სასამართლო უკვე დიდი ხანია, რაც გამოვიდა იმ როლიდან, რაც რეალურად უნდა იყოს. ჩვენ რომ ნამდვილი საკონსტიტუციო სასამართლო გვქონდეს, მაშინ ჩვენ სასამართლოც გვექნებოდა და დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური წყობა ქვეყანაში, რაც დღეს არ არის დაცული.

თუ დავუბრუნდებით ისტორიას და ვნახავთ, რომელ ქვეყნებში არის ასეთი აკრძალვები, სად იყო მიღებული აკრძალვები, დავუბრუნდებით ჰიტლერის გერმანიას, მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს, ბელარუსს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც ასეთი ზომები მიიღო. რეალურად, ჩვენთვის არ არის სასიხარულო, რომ ამ სიაში საქართველო ჩაიწერება, მაინტერესებს იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“ - შეიძლება მათაც გაუჩნდეთ კითხვები უკვე, რა კატეგორიის ქვეყნებში ვიწერებით ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ, რას ემსახურება საქართველოს ასეთი დისკრედიტაცია. თუ ეს არის საქართველოს ღირსება და საქართველოს იმიჯისა და იდენტობის გაძლიერება, როგორც ამას თავიანთ მიზნად აცხადებენ, მიკვირს. რეალურად, ამით შიგნით არაფერი იცვლება, მაგრამ ძალიან ცუდად გამოვიყრებით მსოფლიოში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.