პირველ რიგში მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო თორნიკე რიჟვაძეს. სამარცხვინოდ გამოიყურება ეს ყველაფერი, რასაც აკეთებს “ოცნება”, სოლიდარობაც კი ვერ გამოუცხადეს იქამდე, სანამ კობახიძემ განცხადება არ გააკეთა და რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ეს არის ჩვეული სტილი დღევანდელი ხელისუფლებისა, რომ მათი დანაშაულები გადააბრალონ სხვას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესი არის ერთი რამე, რომ ისინი გამდიდრდნენ და ხალხი გააღარიბონ.

"პირველ რიგში მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო თორნიკე რიჟვაძეს და მნიშვნელოვანია, რომ ის გამოჯანმრთელდეს, მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ რაიმე სიმართლე გაირკვევა, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში რაიმე სიმართლის გარკვევის იმედი ნაკლებად გვაქვს. რაც შეეხება განცხადებებს, სამარცხვინოდ გამოიყურება ეს ყველაფერი, პირველი ორი დღის განმავლობაში მეგობრებსაც კი აკრძალული ჰქონდათ სოლიდარობის გამოხატვა, მგონი ერთადერთი ვინც დავინახე მისული იყო ღარიბაშვილი და სხვამ ვერც კი გაბედა იქ მისვლა და კობახიძის მისვლის შემდეგ დავინახეთ ჩვენ მხარდაჭერის სტატუსები.

რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ეს არის ჩვეული სტილი დღევანდელი ხელისუფლებისა, რომ მათი კორუფციული ქმედებების, მათი მოღალატეობრივი ქმედებების, დანაშაულების გადაბრალება მოხდეს სხვაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მათი დაწერილი და განხორციელებული სცენარი და ამ ხელისუფლების პირობებში თუ არა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღარ იქნება ეს რეჟიმი, რომელმაც მოუსპო ქვეყანას ყველანაირი განვითარების შანსი, გაანადგურა დემოკრატია და გაამეფა დანაშაულები და კორუფცია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ.

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ თქვენი მხრიდან დასტრესილები ვართ? ის კრიტიკა, რაც სახელმწიფო ტელევიზიების მხრიდან მოდის, ამის გამო სტრესში უნდა ვიყოთ? რამეს გვატყობთ რომ სტრესში ვართ? სტრესში ვართ იმის გამო, რომ ქვეყანა უკან მიდის და არ ვითარდება და ეს არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ვიბრძვით თითოეული ჩვენგანი, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესი არის ერთი რამე, რომ ისინი გამდიდრდნენ და ხალხი გააღარიბონ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა