საქართველოს უსაფრთხოება ამ მდგომარეობაში არ იყო სულ რაღაც 5, ან თუნდაც 10 წლის წინ და ეს მოვლენები, რაზეც ბოლო 3 ან 5 წელია მიგვანიშნებს, ძალიან სავალალო და ძალიან რისკის შემცველია, - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზანშეწონილობის ინტერესების გათვალისწინებით.

"საქართველოს უსაფრთხოების სისტემა მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური მიზანშეწონილობის ინტერესების გათვალისწინებით და როდესაც პარტიას აინტერესებს, მაშინ ვლინდება ამგვარი საქმეები, მანამდე კი ყურადღების მიღმა რჩება, რა ძალიან მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

საქართველოს უსაფრთხოება ამ მდგომარეობაში არ იყო სულ რაღაც 5, ან თუნდაც 10 წლის წინ და ეს მოვლენები, რაზეც ბოლო 3 ან 5 წელია, მიგვანიშნებს, ძალიან სავალალო და ძალიან რისკის შემცველია ქართული სახელმწიფოსთვის", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.