რუსთავში გაუჩინარებული 16 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ბიჭის ცხედარი მაშველებმა მტკვარში ნახეს.
ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა.
16 წლის მოზარდი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
რუსთავში გაუჩინარებული 16 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ბიჭის ცხედარი მაშველებმა მტკვარში ნახეს.
ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა.
16 წლის მოზარდი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.
1758113573
მომდევნო სხდომა 29 ოქტომბერსაა ჩანიშნული.როგორც მისი უფლებადამცველები აცხადებენ, ნინო დათაშვილმა დღევანდელ პროცესზე დასწრება ჯანმრთელობის გამო ვერ შეძლო. აღნიშნული კი პენიტენციური დაწესებულების ექიმმა შესაბამისი მოწმობით დაადასტურა.ასევე ცნობილია, რომ მისი ფიზიოთერაპიის კურსი პენიტენციურ დაწესებულებაში დაწყებულია.მოსამართლემ აღნიშნული ფაქტორი გაითვალისწინა, მის მიმართ შეფარდებული ღონისძიება - პატიმრობა კი ძალაში დატოვა.ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული კი ჯარიმას, ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
1758113165
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა მძიმე დღეში ჩააგდო და იზოლაციაში მოაქცია."ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" მართლა ძალიან მძიმე დღეში ჩაგვაგდო. შეიძლებოდა საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო და ზუსტად ამ დროს საქართველომ სრულიად ნათელი გზიდან გადაუხვია, ძალიან უცნაური რაღაცების კეთება დაიწყო და სრული იზოლაციისკენ წავიდა. იზოლაციაში დარჩენა, როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ეს ძალიან მძიმეა.რაც შეეხება "ქართული ოცნების" გასაჭირს, ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, თუმცა აშკარაა, რომ შიგნით პრობლემებია, სერიოზული კლანური დაპირისპირებები მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" ეს არ არის უბრალოდ პარტია, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება და ქვეყანა იმართება კრიმინალური მეთოდებით, ინტერესებით - შენ ამდენი გერგება, დანარჩენი უნდა დავჩაგროთ. ახლა რაღაც ვერ გაიყვეს და დაერივნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ჩვენთვის მეორეხარისხოვანია, რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და აქ გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს.პროტესტმა დაასუსტა ისინი, ფაქტი სახეზეა. თვითონ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან გაურკვევლობაში, რა ხდება და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ქუჩის პროტესტმა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მასშტაბური, ის მაინც არ ჩაქრა და არ გაჩერდა, ეს კი რეჟიმს მოსვენებას არ აძლევდათ. მათ ეგონათ, რომ პროტესტი მალე მორჩებოდა, თარიღებსაც ასახელებდნენ, მაგრამ ეს არ დასრულდა. ბუნებრივია, ეს მათ უქმნით დაძაბულობას. ნებისმიერ მომენტში ეს პროტესტი შეიძლება უფრო მასშტაბური გახდეს და ნებისმიერმა ინციდენტმა პროტესტი შეიძლება ააფეთქოს. ეს დაძაბულობას იწვევს ხელისუფლებაში, რის შედეგებსაც ვხედავთ ჩვენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
1758111225
მისივე თქმით, გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა."დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვნელობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით.გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!PS: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას", - წერს ელენე ხოშტარია.სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
1758110847
პროექტის ჯამური ღირებულება 28 მლნ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ინვესტიცია კი 16.4 მლნ დოლარს შეადგენს.აღნიშნული პროექტის მშენებლობა ლისზე, 4,558 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ის ბიზნესცენტრსა და საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. კომპლექსი 13 სართულიანია, ის 167 ბინას, ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, აუზს, სპას, გამწვანებულ ეზოსა და საბავშვო მოედანს აერთიანებს. პირველი 4 სართული კი კომერციულ, საოფისე და სპორტულ გამაჯანსაღებელ სივრცეებს დაეთმობა.მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო და 2027 წლის ივნისში დასრულდება.ქრონომეტრი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქალაქში ახალ მულტიფუნქციურ, მოქნილ და დინამიკურ საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეებს ქმნის. კომპანიის ჯგუფში შემავალ „შპს დაგის" სამშენებლო სექტორში დაგროვილი დიდი გამოცდილება და 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი დასრულებული კომერციული, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს.„ქრონომეტრი ლისზე არის ბიზნესს კლასის კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების, ასევე ბიზნესცენტრის მშენებლობას, თანამედროვე ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ელემენტის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია მცხოვრებლებს შევუქმნათ მეტი კომფორტი, მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ პროდუქტიულად, იცხოვრონ უსაფრთხოდ და რაც მთავარია არ დაკარგონ ბალანსი მათ შორის. ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებს საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა გრძელდება, რადგან ბანკი აქტიურად გვიწყობს ხელს ჩვენი ბიზნესის დეველოპერული მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებაში“, - განაცხადა ქრონომეტრის დირექტორმა დავით გულორდავამ.„საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას წლებია უცვლელად უჭერს მხარს. მოხარულები ვართ,რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კომპანია დეველოპმენტის მიმართულებით ვითარდება და ამჯერად ქრონომეტრის პროექტს ახორციელებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი ძაგანიამ.
1758108846
ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძემ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიისა და გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა."მინდა, მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს, ყველას, ვინც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა, მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი. ჩატარდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და მთლიანად განახლებულია, თავისი სანიაღვრე სისტემებით, საკანალიზაციო ქსელით, წყლისა და გაზის მილებით. პროექტზე მუშაობდა, ასევე, „თბილსერვის ჯგუფი“, რომელმაც მოაწყო გარე განათების ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ, კაბელარხებშია ჩატანილი, დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. ასევე, გამწვანების მიმართულებით მუშაობს „ეკოსერვის ჯგუფი“, ირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის გამწვანების სამუშაოები."მთლიანად რეაბილიტირებული იქნება იქვე არსებული ეზოები და გზის განაპირა სივრცეები. შემოღობვები რაც იყო, მოიხსნება და გამოთავისუფლებული, მოწესრიგებული სივრცეები ისევ მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გამწვანების სამუშაოები თვის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. ასევე, მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები."მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, კიდევ რჩება უამრავი ქუჩა და გამზირი, რომელთაც განახლება და რეაბილიტაცია სჭირდება, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში გავაგრძელებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
1758108693
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტემბერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება."რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება."მინდა, დაგპატიჟოთ ყველა - დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1758107905
მისივე თქმით, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში განხორციელდება."პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა. ისინი მოემზადებიან 80 სპეციალობაში - ციფრული ტექნოლოგიების, მშენებლობის, ინჟინერიის, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ფინანსების სფეროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, არსებულ მოთხოვნად პროგრამებს დაემატება 19 ახალი პროფესიული კურსი."ახალი პროფესიული კურსებია: ურბანული მებაღეობა; კარიერული დაგეგმვის სპეციალისტი; სამშენებლო ხარჯთაღმრიცხველი; ფიზიკური მომზადების მწვრთნელი; ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების ტექნიკოსი; ტვირთების გადაზიდვა-კონტროლის სპეციალისტი; საიუველირო საქმის მასალათმცოდნე; ტყავის და ბეწვის აქსესუარების რესტავრატორი; მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტი და ა.შ. მიმდინარე მიღებაზე, არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული საკონკურსო ადგილები, რომელთა სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.dasakmdi.ge“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადამზადდა, დაახლოებით, 12 000 მოქალაქე და მათი დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 75%-ს."კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. კურსების ხანგრძლივობა შეადგენს 1-დან 7 თვემდე პერიოდს და სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ისე ადგილზე დასწრებით. მონაწილეთათვის, რომელთაც არ აქვთ ონლაინ კურსებზე წვდომის შესაძლებლობა, აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება თბილისის მედიათეკებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1758106040
ზვიადაური სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის დარღვევისთვის დააკავეს, რაც რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე.ზურაბ ზვიადაური 2021 წლის 17 აგვისტოს სოფელ წინანდალთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე თვეში კი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
"თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია"
1758103367
ნეპალში აქციის მონაწილეებმა პარლამენტი დაწვეს
1757423940
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757533301
"ოცნების" კლანის მიერ ქვეყნის ძარცვას ფარდა ახადა, მზა დოკუმენტია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამნაშავეების გასასამართლებლად"
1757416344
ელენე ხოშტარია - ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ასეთ ბრძოლაში მათი ქცევა მტკივნეული და აუხსნელია
1757094855