საქველმოქმედო ფონდი "ატუ" არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც რაჭის ტყეები გაძარცვა, გაჩეხა და ახლა მიადგა თბილისს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძარცვავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ქვეყანას და იტაცებს ხალხის ქონებას. 

"საქველმოქმედო ფონდი "ატუ" არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც რაჭის ტყეები გაძარცვა, გაჩეხა და ახლა მიადგა თბილისს. ივანიშვილს სურს, ნახევარი ჰექტარი რეკრეაციული საზოგადოებრივი სივრცე მიიტაცოს და უნდათ, რომ იქ რესტორანი ააშენონ, რის შედეგადაც, ბავშვებს, მოსწავლეებს, მშობლებს ართმევენ იმ მწვანე სივრცეებს, რომელიც ხალხს ეკუთვნის, ეს მიწა კი მიაქვს ივანიშვილს. ივანიშვილი ძარცვავს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ჩვენს ქვეყანას და იტაცებს ხალხის ქონებას, ეს კი არა მხოლოდ კორუფციული დანაშაული, არამედ ოლიგარქიული მმართველობის კლასიკური ნიმუშია", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საქველმოქმედო ფონდი "ასოციაცია ატუ” სანაპიროზე რესტორანს ააშენებს და ამისთვის თბილისის მერია 4078 კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო სტატუსს უუქმებს.