არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“,- წერს პაპუაშვილი და აზიარებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელის „საომარი გეგმის“ წინააღმდეგ პეტიციების კამპანიას იწყებს. ორბანის თქმით, ევროპა „ცხელი შემოდგომის ზღურბლზეა”, რადგან კონტინენტი "სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ“.