დღეიდან შენგენის ზონაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ახალი ელექტრონული შესვლისა და გასვლის სისტემა ამოქმედდა.

ამიერიდან ტურისტებს პასპორტში ბეჭდები აღარ დაესმებათ - ახალი სისტემა ავტომატურად დააფიქსირებს სამგზავრო დოკუმენტების მონაცემებს, ქვეყნის შემოსვლისა და გასვლის თარიღებს, ასევე ბიომეტრიულ ინფორმაციას.

ინოვაციის მიზანია სასაზღვრო კონტროლის პროცესის გამარტივება და დაჩქარება, რათა მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს.