მე ვერ ვუკარნახებ საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთოს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოება, - ამის შესახებ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა საქართველოში სპეციალური ვიზიტისას განაცხადა.

"ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე ჩვენ შეშფოთებულები ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. გვწამს, რომ ეს არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვინდა და ასევე ჩვენს მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განვიხილოთ მიმდინარე ვითარება და მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ და უფრო ინტენსიურს გავხდით ჩვენს მხარდაჭერას, როგორც რეფორმების პროცესისადმი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. მე ვერ ვუკარნახებ საქართველოს ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთოს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვიხილეთ ტერმინები, როგორიცაა უცხო ძალა და მინდა გითხრათ, რომ შვედეთი არის საქართველოს მეგობარი", - განაცხადა  იოჰან ფორსელმა.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იოჰან ფორსელი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფება. ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. უკვე შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.