სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი უძილაური საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დამაზიანებელ ქმედებას არ ჩაიდენს. ის ამბავი, რაც დღეს მასზე გავიგე, მგონია, რომ გარკვეული ანგარიშსწორებაა მის მიმართ, - ამის შესახებ ანი მიროტაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.

მისი თქმით, უძილაურთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და დარწმუნებულია, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ იმოქმედებდა.

მიროტაძე ეჭვობს, რომ უძილაურის მიმართ ადგილი აქვს გარკვეულ ანგარიშსწორებას.

"მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფლანგზე ვიმყოფებით, სრულად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი უძილაური საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ დამაზიანებელ ქმედებას არ ჩაიდენს. ის ამბავი, რაც დღეს მასზე გავიგე, მგონია, რომ გარკვეული ანგარიშსწორებაა მის მიმართ. შესაძლოა, უძილაური მართლა ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ არა ვინმესთვის გადასაცემად, არამედ შეიძლება ინფორმაცია დაუგროვდა ამ ხნის განმავლობაში.

სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ის არც ერთ სამსახურს არ გამოიყენებდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად. სერიოზულად მიჩნდება ეჭვი, ხომ არ აქვს ადგილი უძილაურის მიმართ გარკვეულ ანგარიშსწორებას. არ ვიცი ვინ არის დამკვეთი. შეიძლება აღარ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. იმდენად გაუგებარია ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, რომ თურმე წლების განმავლობაში ჯაშუშობდა და ამის მიუხედავად ჯაშუში ჰყავდათ. თურმე რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ და ამას არ აცხადებენ. გარდა ამისა, არავინ იცის რა ინფორმაციები უნდა გადაეცა“, - განაცხადა მიროტაძემ.