ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობით და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის გადაწყვეტილებით დარჩა საქართველო უპარტნიოროდ და მარტო.

"ოპოზიციამ უნდა შევძლოთ, რომ ივანიშვილის ბანდას დრაკონული კანონები უკან გავაწვევინოთ და ეს რუსული რეჟიმი ჩამოვშალოთ. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობითა და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სწორედ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა დატოვა საქართველო ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მარტო რუსეთისა და სხვა დამპყრობლების პირისპირ. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი არ ვაღიაროთ არავითარ შემთხვევაში, როგორც ლეგიტიმურ, ხალხისგან არჩეულ ხელისუფლებად", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.