არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ, – ამის შესახებ  პარტია "თავისუფლების მოედნის“ განცხადებაშია აღნიშნული.

"არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას „არჩევნებში“ მონაწილეობის შესახებ. ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია. ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ, მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ, ჩვენი მთავარი სამიზნე რუსული პარტიის „ქართული ოცნებაა“.

„თავისუფლების მოედანი“ ფოკუსირებული ვიქნებით აქტიური ბოიკოტის და ალტერნატიული, დემოკრატიული და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ორგანიზებაზე. ჩვენს რესურსებს სწორედ ამისკენ მივმართავთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფლების მოედანი“ „ლელოსთან“ ერთად იყო კოალიციაში „ძლიერი საქართველო“.

კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.