არაღიარება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გარანტია სახელისუფლებო კრიზისის გარდაუვალობის, - ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, კრიზისს ვერ გაუძლებს.

"მთავარი არის ის, რომ საქართველოს პარტნიორების მხრიდან - რეალური მეგობრების და პარტნიორების მხრიდან, არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, როგორც თვითგამოცხადებული პარლამენტის, ასევე თვითმარქვია პრეზიდენტის, პრემიერის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ახლა სახლობანას გვეთამაშებიან. 

არაღიარება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გარანტია სახელისუფლებო კრიზისის გარდაუვალობის. გასაგებია, რომ რაღაც პერიოდი მათ შეიძლება, ეს თამაში გააგრძელონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, იმ ეკონომიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს, უბრალოდ შეუძლებელია, იზოლაციაში მყოფმა ხელისუფლებამ გაძლოს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.